რეზონანსი
15.11.2023

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ემიგრაციიდან დაბრუნდა. იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის შვილს შეიწყალებს. 

„ჩამოვედი იმიტომ, რომ ვეღარ გავუძელი. ვითმენდი, მეთქი დღეს წავალ, ხვალ წავალ და ასე უცებ დავურეკე დედას და ვუთხარი, რომ უნდა წამოვიდე. თუ სამართალი არსებობს ამ ქვეყანაში, მოლოდინი მაქვს, რომ უნდა გამოვიდეს და მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს”, – განუცხადა "ფორმულას" გრიგორიადისის დედამ.

15 ნოემბერს 12:00 საათზე და 17 ნოემბერს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი პროცესები გაიმართება და, სავარაუდოდ, განაჩენიც გამოცხადდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×