რეზონანსი
15.11.2023

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში რადიკალური, მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება არ არის. ის ეხმაურება იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და როცა ექიმების რეკომენდაცია იქნება, მას პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.

"სააკაშვილის მდგომარეობაში რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ შეინიშნება. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებას შესწევს ამ ეტაპზე რესურსი, უზრუნველყოს იმ სამედიცინო მომსახურების გაწევა, რასაც ამჟამად უწევენ მესამე პრეზიდენტს", - ამბობს შოთა თუთბერიძე.

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი, გიორგი გრიგოლია კი აღნიშნავს, რომ ბოლო ვიზიტის მიხედვით, გაუმჯობესება მხოლოდ წონის თვალსაზრისით შეინიშნება.

"ერთადერთი გაუმჯობესება რაც იყო, იყო ის, რომ ცოტათი მოიმატა წონაში, 3 თუ 4 კილოგრამით, დანარჩენი, ის ნევროლოგიური დიაგნოზები, ანორექსიული დიაგნოზები, ყველაფერი დარჩენილია. ყოველ შემთხვევაში, ერთი თვის წინ ასე იყო", - ამბობს გიორგი გრიგოლია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×