რეზონანსი
17.11.2023

ასეთ საქციელს მანამდეც და ახლაც რა ჰქვია იცის ალბათ, მაგრამ არ იტყვის! - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს le monde-სთან, სადაც მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.

ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ყოველ ჯერზე ახალ მავნებლობას სთავაზობს საზოგადოებას და არ იმჩნევს, რომ მას უმრავლესობა პრეზიდენტად არ თვლის.

„ხალხი ალბათ დაიღალა სალომე ზურაბიშვილის სისულელეებისა და ტუტუცობების მოსმენით, მაგრამ მეორე მხრივ როგორ ან რატომ უნდა გავუტაროთ მართლა არ მესმის. ყოველ ჯერზე ახალ მავნებლობას გვთავაზობს, რაც მთავარი თავი პოლიტიკოსად და დიპლომატად მიაჩნია. პრეზიდენტად რომ არ თვლიან, ეს კი იცის, მაგრამ არ იმჩნევს.

ნახეთ რას ამბობს - „დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის - დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით." პრეზიდენტობის სურვილი რომ გამოთქვა თავის დროზე, მაშინ არ იყო ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? თუ ოღონდ საწადელი აესრულებინა და ყველაფერზე თანახმა იყო და ყველაფერზე წამსვლელი? ასეთ საქციელს მანამდეც და ახლაც რა ჰქვია იცის ალბათ, მაგრამ არ იტყვის! თუმცა ყველა ამჩნევს და შესაბამისი რეაქციაც და დამოკიდებულებაც აქვს სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნანობს რომ მას მისცა ხმა არჩევნებზე, ერთს ვიტყვი არავის არ ეგონა თუ ეს ქალბატონი ასეთი უღირსობის მაგალითებსა და „მარგალიტებს" შესთავაზებდა ხალხს," - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×