რეზონანსი
17.11.2023

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, „პენიტენციური კოდექსის" მიღების შემდეგ, ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. აღნიშნულის შესახებ ბრეგაძემ „მინისტრის საათის" ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ბრეგაძის განმარტებით, აღნიშნული კოდექსით ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საცხოვრებელი პირობები გათანაბრდება.

„პენიტენციური კოდექსის" მიღების შემდეგ, ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება, რაც ძალიან დიდი დახმარებაა მსჯავრდებულებისთვის, გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები. ასევე, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი მიენიჭება, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გააუმჯობესებს და ერთმანეთთან გაათანაბრებს. ასევე, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, წელთა დამსახურების დანამატს მიიღებენ", - განაცხადა ბრეგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×