რეზონანსი
17.11.2023

ვინ ეკითხება ვიოლა ფონ კრამონს, გზას როდის გააკეთებენ თბილისში. სად ჩამოდიან და რა მისი საქმეა, გზის რეაბილიტაცია როდის და სად მოხდება?!, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

იგი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა.

„ჯერ ერთი, ვინ ეკითხება ვიოლა ფონ კრამონს, გზას როდის გააკეთებენ თბილისში. სად ჩამოდიან და რა მისი საქმეა, გზის რეაბილიტაცია როდის და სად მოხდება?! მეორე, ერთი წლით ხომ გადაუვადდათ გეგმები არჩევნებთან დაკავშირებით და ახლა ფიქრობენ, რომ გაისად მაინც მოახდინონ ამბოხების მაგვარი. საიდან დაასკვნეს, რომ მაინც და მაინც იმ მომენტში იქნება გზა ისე გადათხრილი, რომ ადამიანი ვერ გაივლის. წარმოიდგინეთ, რა დონის სიგიჟემდე მივდივართ, რომ ისინი ახლა ფიქრობენ, გაისად არჩევნებთან დაკავშირებით ამბოხი მოახდინონ საქართველოში და მაინც და მაინც იმ დროს არ იყოს გადათხრილი პარლამენტის წინა ტერიტორია. აი, აქ მივდივართ და ამაზე უნდა ვისაუბროთ, რომ არა, ნამდვილად არ იქნება ამ დროს ასეთი ვითარება. არასერიოზულია ეს ამბავი! უბრალოდ, იმ მცირე ჯგუფის ფსიქოლოგიაზე მოქმედებს, რომელთაც შესაძლოა, მართლაც ეგონოთ, ახლა გადაითხრება რუსთაველი და პარლამენტის წინ, არჩევნების გასაპროტესტებლად, რომელიც აუცილებლად უკანონოდ ჩატარდება, ადამიანი ფეხით ვეღარ მივა. ამ ლოგიკას ავითარებენ და ამის დარწმუნებით არიან დაკავებულები. თქვენ თავად ხვდებით, რამდენად მდაბიო დარწმუნების ხარისხია ამ ყველაფერში", - განაცხადა მდინარაძემ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 2024 წელს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების უკან პოლიტიკურ მიზანს ხედავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×