რეზონანსი
17.11.2023

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, რატი ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, წელს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (ICAO) პირ­ვე­ლად გა­დას­ცა სამ­გზავ­რო დო­კუ­მენ­ტე­ბის უტყუ­ა­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს კი­დევ უფრო გა­უ­მარ­ტი­ვებს მგზავ­რო­ბას და ქვეყ­ნის პას­პორ­ტე­ბი სა­ზღვარ­ზე არა ჰო­ლოგ­რა­მე­ბით, არა­მედ ჩი­პით შე­მოწ­მდე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ბრე­გა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, "მი­ნის­ტრის სა­ა­თის" ფორ­მატ­ში ისა­უბ­რა და ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე.

"იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ 2023 წელს წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის აუ­დი­ტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ქარ­თვე­ლოს ელექტრო­ნუ­ლი ხელ­მო­წე­რა სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის რე­გუ­ლა­ცი­ებს. ამ­ჟა­მად სა­ა­გენ­ტო რე­გი­ონ­ში ერ­თა­დერ­თი უწყე­ბაა, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა სა­ფუძ­ველს ქმნის ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის გა­ა­ფარ­თო­ონ საქ­მი­ა­ნო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე, უზ­რუნ­ველ­ყონ ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მოქ­ნი­ლო­ბა და შე­ამ­ცი­რონ და­ნა­ხარ­ჯე­ბი.

ასე­ვე, წელს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (ICAO) პირ­ვე­ლად გა­დას­ცა სამ­გზავ­რო დო­კუ­მენ­ტე­ბის უტყუ­ა­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს კი­დევ უფრო გა­უ­მარ­ტი­ვებს მგზავ­რო­ბას და ქვეყ­ნის პას­პორ­ტე­ბი სა­ზღვარ­ზე არა ჰო­ლოგ­რა­მე­ბით, არა­მედ ჩი­პით შე­მოწ­მდე­ბა. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბა დო­კუ­მენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ნა­წილ­შიც, რაც ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა",- გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ამას­თან, რატი ბრე­გა­ძე შე­ე­ხო იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი წრე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით საგ­რან­ტო კონ­კურ­სის სა­კითხს და აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­კურ­სი კვლავ გრძელ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, პროგ­რა­მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თან­ხა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რია, და­ფი­ნან­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბა თი­თო­ე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი­სათ­ვის კი, 30 000 ლარს შე­ად­გენს.

"მიმ­დი­ნა­რე წელს საგ­რან­ტო კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბის ზედა ზღვა­რი 20 000-დან 30 000 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. საგ­რან­ტო პროგ­რა­მის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია: სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში ინო­ვა­ცი­უ­რი სერ­ვი­სე­ბის და­ნერგვის ხელ­შე­წყო­ბა; ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა; სა­მარ­თლებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო საგ­რან­ტო კონ­კურსს ყო­ველ­წლი­უ­რად აცხა­დებს. გა­სულ წელს უწყე­ბამ 17 სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტი და­ა­ფი­ნან­სა",- გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×