რეზონანსი
17.11.2023

 

ადამიანებს აბამდნენ მიცვალებულებს, პირში უთავსებდნენ სპეციალურ მოწყობილებას, რომ ხმის ამოღება არ შესძლებოდათ; ცემა ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო; ე.წ. კარანტინი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 2012 წლამდე ციხეებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას პარლამენტში განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სისტემური ხასიათი ჰქონდა ადამიანთა წამებას, ოჩიგავას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაა დადასტურებული.

„ქართულ სასამართლოს თუ არ ენდობით, იმედია, სტრასბურგის სასამართლოს ენდობით. ამას ვერ ჩამოირეცხავთ, ეს იყო დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×