რეზონანსი
17.11.2023

ყოველთვის პრიორიტეტია საქართველოს სუვერენიტეტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოსთან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა.

„პირველ რიგში, ჩემი უპირველესი პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. ეს არის ის, რაც [აშშ-ის] პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის მთავარი პრიორიტეტია. ასევე საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა დასავლეთში - ნატო-სთან და ევროკავშირთან. მე მინდა გამოვიყენო ეს შანსი და მივულოცო საქართველოს კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მჯერა, საქართველოს მომავალი მტკიცედ არის დასავლეთთან. დასავლეთის ინსტიტუტებთან ინტეგრაცია ეს არის ძალიან კარგი ამერიკელებისთვის, კარგია ქართველებისთვის. ასევე მსურს ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება. ასევე, ყოველთვის პრიორიტეტია საქართველოს სუვერენიტეტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოსთან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ", - აღნიშნა ელჩმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×