რეზონანსი
20.11.2023

გახარიას გუნდი  ხელისუფლებას ბარიერის გაზრდას ისტორიულ მაქსიმუმამდე სთხოვს. ამ ინიციატივით  პარტია "საქართველოსთვის" "ოცნების" მუქარას პასუხობს. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია განულებულია და მხარდამჭერები არ ჰყავს.

გახარიას გუნდი ხელისუფლებას გადასალახი ზღვარის გასამმაგებას სთავაზობს. ყოფილი პრემიერის თანაგუნდელები ამბობენ, რომ "ოცნება" მიზანმიმართულად ავრცელებს პროპაგანდას, თითქოს ენმ-ს გარდა 5%-იან ბარიერს სხვა პარტიები ვერ გადალახავენ.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაზარდოს ისტორიულ მაქსიმუმამდე ამ ქვეყანაში 7%-მდე ბარიერიც გვახსოვს და მეტიც, გაასამმაგონ თუ უნდათ ახლანდელი, 15%-ია. არავის ამ სპეკულაციური ნარატივის არ ეშინია და პირიქით, ამ ყველაფერს იყენებენ იმ შიშის შესანიღბად რაც უკავშირდება, რეალურად, მათი კვლევის შედეგებს, როცა ისტორიულ მინიმუმზეა „ოცნების“ რეიტინგი. ის აცახცახებული ტონით, რომელიც იკითხება კობახიძის განცხადებებში, პირდაპირ აჩვენებს შიშს და ძალას, ამავდროულად, ჩვენს ძალას, პარტია „საქართველოსთვის“ ძალას, - ამბობს ბექა ლილუაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×