
ის, რასაც „ლელო“ ითხოვს - ეს 9 პუნქტი არის რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯების ერთობა, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესებშია, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„თუ ვინმე ამას გადათარგმნის, როგორც სანქციების დაწესებად, მე ვპასუხობ: კი, „ლელო“ ითხოვს, რომ ევრო სანქციების მიმართ, საქართველო იყოს შეერთებული და ეს გადაწყვეტილება შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში“, -აღნიშნა კუპრაძემ.
„ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი - „საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც „ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.