რეზონანსი
22.11.2023

საზოგადოებამ თავად განსაჯოს, ეს რაღაც კონკრეტული დოკუმენტი გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის თუ პირიქით, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის შეფერხებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც „ლელოს“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„საქართველოს ხელისუფლება მუშაობს ძალიან ინტენსიურად, რათა ჩვენმა ქვეყანამ ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, რომელიც შექმნილია რეგიონში, შეძლოს ერთი მხრივ მშვიდობის შენარჩუნება და მშვიდობიანი ეკონომიკური განვითარება, ხოლო მეორე მხრივ, მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, ეს რაღაც კონკრეტული დოკუმენტი გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის თუ პირიქით, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის შეფერხებისთვის და, შესაძლებელია, მათი სურვილები უფრო შორსაც მიდიოდეს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი - „საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც „ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×