რეზონანსი
25.11.2023

„ჰამასის" სამხედრო ფრთა, „კასამის ბრიგადა" აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლება გადაიდო.

მათი თქმით, შეთანხმების შეწყვეტის ორი მიზეზი აქვთ. პირველი მიზეზია, რომ ისრაელმა მძევლების გათავისუფლება გადადო, მეორე მიზეზად კი, ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორში სატვირთო მანქანების არდაშვებას ასახელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

„ისრაელსა" და „ჰამასს" შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა დღეს იგეგმებოდა. „ჰამასს" 14 ისრაელელი მძევალი უნდა გაეთავისუფლებინა, რის სანაცვლოდაც, ისრაელი 42 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×