
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა ეცდება გადალაგდეს მანიფესტირებული მშვიდობიანი პარტიის რელსებზე.
„ნაციონალურ მოძრაობას“ შიგნით არ აქვს დალაგებული პროგრამა, იცვლება მათი პროგრამა და ვფიქრობ, ნელ-ნელა რევოლუციური თეზისიც იხსნება. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, საქართველოს გარეთ რევოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი მცირდება, მათ შორის, რუსეთშიც და, მგონი, ამათ რევოლუციას უკრაინაშიც კი კაციშვილი აღარ დაუჭერს მხარს. ამიტომ, ესენი ნელ-ნელა ეცდებიან, გადალაგდნენ მანიფესტირებული მშვიდობიანი პარტიის რელსებზე. ისინი არჩევნების გზით სრულიად ლეგიტიმურად მეორე პოზიციაზე გავლენ, აიღებენ ბიუჯეტიდან თანხას, რაც მეორე პოზიციას შეესაბამება და იქნებიან კმაყოფილი თვითონაც და მეტოქე „ქართული ოცნებაც“ კმაყოფილი ეყოლებათ“, – განაცხადა საყვარელიძემ.