
„ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით სააკაშვილი მიერ გამოცემული დოკუმენტისთვის მანიფესტის დარქმევა უკვე შარჟია.
„მე მახსოვს, გოგონები რომ სახლობანას თამაშობდნენ, ჩვენ ომობანას ვთამაშობდით და ეს ახლა პოლიტიკოსობანას თამაშობს, ვითომ სერიოზული პოლიტიკოსია და კიდევ რაღაცას წარმოადგენს იმ კადრების მერე, რაც ყველამ ერთად ვნახეთ. ამ მაღალი სიტყვების რახარუხი, მანიფესტის გამოცემა და ა.შ. მიზნად ისახავს დამატებით ყურადღების მიქცევას. სააკაშვილი ტროცკის მიბაძვას ცდილობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის ტროცკის კომიკური მიკროშარჟია და მეტი არაფერი.
ზოგჯერ პოლიტიკოსები იტყვიან ხოლმე, დოქტრინაო და რაღაც ისეთ რთულ თემებს, რასაც ელექტორატის რაღაც ნაწილი არ იცნობს. შენ თვითონ ხარ სიმპათიურიო, ეს ამბავია. ანუ, ეს მანიფესტი გათვლილი არის თავიანთ ელექტორატზე. ელექტორატზე, რომელიც დღეს კიდევ მიდის და შეიძლება, მიშას ხმა მისცეს.
მანიფესტი შეიძლება, ხელისუფლებამ გამოსცეს, რომ რაღაც გლობალურ საკითხზე მიმართოს მოსახლეობას და შეიძლება, რომელიმე სხვა პარტიამ ან პარტიათა ჯგუფმა გამოსცეს, მაგრამ ეს რაღაც გლობალური პროგრამული დოკუმენტი უნდა იყოს, აქ კი მელიას და ხაბეიშვილის კინკლაობაზე რომ მანიფესტს გამოსცემ, ეს არასერიოზულად გამოიყურება, ხომ? მათ საარჩევნო კამპანია დაიწყეს და თან უნდათ, მელიას გაგდება დაასაბუთონ“, – განაცხადა ბაღათურიამ „პირველი არხის“ ეთერში.