რეზონანსი
26.11.2023

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გორის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები დროებით ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში, ე.წ. სასამართლოს გამართვის მოლოდინში არიან. ამის შესახებ "მთავარ არხთან" მათი ნათესავები საუბრობენ.

ხვიჩა და დიმა კორინთელები, თანასოფლელ გიორგი მელაძესთან ერთად, რუსმა ოკუპანტებმა გიორგობის მეორე დღეს, სოფლის ეკლესიიდან გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, გვიან ღამით, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რეაგირების მიზნით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია.

"ქათამი დაიჭირა, რომ უნდა გაეშვა წმინდა გიორგში...წავიდა, შვილო, სანთლები წაიღო და დასანთებად წავიდა სანთლებისა, ეს ქათამიც წაიყვანა...დანარჩენი არაფერი არ ვიცი. [ეკლესიიდან წაიყვანეს?] კი ბატონო, ეკლესიიდან. [ნათესავები გყავთ ცხინვალში?] კი, კი, ისინი პატრონობენ, ჩემი ძმისშვილები არიან იქ. [როგორ არისო, რა გითხრეს?] კარგად, კარგად," - ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახის წევრი.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, სხვადასხვა გამოგონილი ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორში ამ დროისთვის საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×