რეზონანსი
26.11.2023

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. ილუმინაციები ამ ეტაპზე კოსტავას, კანდელაკის ქუჩაზე და თამარ მეფის გამზირზე მოეწყო.

სამონტაჟო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.

გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი, საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისში დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

იგეგმება ახალი ილუმინაციებისა და აქსესუარების მოწყობაც. სამუშაო პროცესის დროს განათებები მხოლოდ სატესტო რეჟიმში ირთვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×