რეზონანსი
28.11.2023

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის მეუღლის მძიმე ლითონებით მოწამვლა. 

მისი თქმით,  მკურნალობის კურსი უკვე დასრულებულია და უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ექიმების  მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.

იუსოვის თქმითვე, ბუდანოვას გარდა, მოწამლულია უკრაინის დაზვერვის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის მეუღლე, მარიანა ბუდანოვა მოწამლეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×