რეზონანსი
28.11.2023

ქალბატონმა პრეზიდენტმა, გორში, მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს ორივეს დავიწყება ურჩია, - ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება.

"ქალბატონმა პრეზიდენტმა გორში მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს (ბაბუაჩემი მიშა სააკაშვილი, თბილისის მედინსტიტუტის დამფუძნებელი და პირველი რექტორი გორიდან იყო) ორივეს დავიწყება ურჩია.

ქ-ნო სალომე, არის ერთი ადამიანი, რომელიც სტალინს და მე ვერაფრით გვივიწყებს - მას ვლადიმერ პუტინი ჰქვია. ოღონდ ის სტალინზე გიჟდება და მთელს რუსეთში ძეგლებს უდგამს და ვეზიზღები მე, მუდმივად რა სხვადასხვა გამოსვლაში, ყველანაირ ცოდვაში მადანაშაულებს.

მე, რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა, ქართველ ერთან ერთად, რომ თქვენ მყარად იყოთ ისტორიის სწორ მხარეს," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×