|

ქვეყნის 2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარია. სფერო და დარგი არ დარჩენილა, სადაც ბიუჯეტის ზრდა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან მნიშვნელოვანია შევეხოთ ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ პარამეტრებს, რომელიც ბოლო სამი წელიწადია სტაბილურად იზრდება. მხოლოდ წელს ქვეყნის ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. მომავალი წლის ეკონომიკური ზრდა კონსერვატიულად 5%-ზეა დაგეგმილი. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალი წლისთვის 85 მილიარდი ლარი იქნება, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ. მისი თქმით, „საქსტატის" მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდულია და 1 მილიონ 366 ათასამდე გაიზარდა. „ეს შთამბეჭდავი ციფრები ჩვენთვის ავანსად არავის მოუცია, ეს ყველაფერი არის იმ სამშვიდობო და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რასაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. იმ მიდგომების შედეგი, რომელსაც ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა ჰქვია, რომელსაც ღირსების და სუვერენიტეტის აღქმა ჰქვია. ზუსტად ამ ღირსეულმა, ეროვნულმა და პრაგმატულმა მიდგომებმა მიგვიყვანა იმ დამსახურებულ გადაწყვეტილებამდე, რასაც დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, დეკემბრის შუა რიცხვებში ყველა ველოდებით. დარწმუნებული ვარ, ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მთელი ქვეყანა ვიზეიმებთ ღირსეულად და ასევე ღირსეულად განვაგრძობთ წინსვლას ჩვენი ქვეყნის მომავალი კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|