|

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის გაუქმების საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილება სამართლებრივი პროცესის შემდეგ მიიღო. მინისტრმა ჟურნალისტებთან შემდგომ პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაჭაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაცული ტერიტორიების შექმნაზე მუშაობა, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. მინისტრმა პროტესტის მონაწილეებს მოუწოდა, ჩაერთონ პროცესში, ითანამშრომლონ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, რომ მიღებული გადაწყვეტილება მოემსახუროს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და რეგიონის უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვას. "გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა მთელი რიგი სამართლებრივი პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ მაისის თვიდან დაიწყო. გადაწყვეტილებას ასევე წინ უძღოდა ზეპირი მოსმენა, სადაც ჩართული იყო ყველა მხარე: ადგილობრივი ხელისუფლება, სატყეო სამსახური, დაცული ტერიტორიების სააგენტო, რა თქმა უნდა, ლიცენზიანტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას. არსებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოდგენილი იყო ყველა მონაწილეს მხრიდან. წელიწადსა და რვა თვეზე მეტია გასული აღნიშნული ლიცენზიის გაცემიდან და არანაირი მნიშვნელოვანი აქტივობა ლიცენზიანტის მხრიდან განხორციელებული არ არის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. ქვეყანაში უზრუნველყოფილია გარემო, რომ განხორციელდეს ინვესტიციები და მთავრობა ამას მაქსიმალურად უწყობს ხელს, თუმცა როდესაც ვხედავთ ვალდებულებების შეუსრულებლობას, პროცესს წლები ვერ დაველოდებით და შესაბამის გადაწყვეტილებას ვიღებთ," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|