რეზონანსი
05.12.2023

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგების პრეზენტაცია გვქონდა. ეს იყო 2020-23 წლის საინვესტიციო სტრატეგიის ანგარიში, რომელიც „აწარმოე საქართველომ“ წარმოადგინა. საზოგადოებას გავაცანით ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელიც ინვესტიციების კუთხით გვქონდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, გასულ წელს საქართველოს რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - 2022 წელს მათმა მოცულობამ 2 მლრდ აშშ დოლარზე მაღალი შეადგინა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოზიტიური დინამიკა წელსაც გრძელდება - მოცულობამ უკვე 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

„ეს არის გეგმაზომიერი მუშაობის შედეგი, რომელსაც „აწარმოე საქართველო“ და ეკონომიკის სამინისტრო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ატარებდა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენს ეკონომიკაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორია.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვლავ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ საზოგადოებას უკვე წარვუდგინეთ განახლებული, 2024-2028 წლის სტრატეგია და აქტივობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღეს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ INVEST IN GEORGIA-ს ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×