რეზონანსი
06.12.2023

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, რომელიც პარლამენტის დელეგაციასთან ერთად უნგრეთში იმყოფება, აცხადებს, რომ უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც მეზურნიშვილმა აღნიშნა, იმედი აქვს, რომ უნგრეთი დაარწმუნებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებსაც, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„უნგრეთი არის ჩვენი დიდი მეგობარი. ბოლო პერიოდში ინტენსიური ვიზიტები განხორციელდა საქართველოში პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დელეგაციის აქ ჩამოსვლა, ამ ქვეყანაში, რადგან შევედით ბოლო ფაზაში. სულ მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ვიცით, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ ნაწილში მაგრამ ჩვენ არა მარტო მხარდაჭერა გვინდა, არამედ გვჭირდება ლობირება ამ საკითხის რომ დაგვეხმაროს უნგრეთი სხვა ქვეყნებთან, რომ დაარწმუნოს, რომ ვიმსახურებთ გადაწყვეტილებას [კანდიდატის სტატუსს]", - აღნიშნა მეზურნიშვილმა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პარტიის წევრებთან ერთად, უნგრეთის ვიცე-პრემიერის მიწვევით ბუდაპეშტშია. ვიცე-პრემიერის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×