რეზონანსი
20.12.2023

მიხეილ სააკაშვილმა არა თუ პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა - ევროკავშირიც მისი შექმნილია მისი ილუზორული გაგებით, - აღნიშნული განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს ვერასდროს მიიღებდა.

„სააკაშვილის ასეთი ხმამაღალი განცხადებები ან ხუმრობად უნდა გავიგოთ, ხოლო თუ ის არ ხუმრობს, ჩვენ ხუმრობით ვუპასუხოთ. ყველამ კარგად იცის, მათ შორის ვინ რა გააკეთა ევროპული მიმართულებით საქართველოში. თუ ფიქრობს, რომ შეუძლია ბუტაფორიული რეფორმები და ქვეყნის ბევრი წარუმატებლობა, რასაც იმხანად ჰქონდა ადგილი, ევროპისკენ წარმატებულ სვლად ჩათვლად, ეს მხოლოდ სააკაშვილის პრობლემაა. საქართველოში კარგად ხვდებიან, რომ იმ ციხეებით, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა, სახელმწიფო მმართველობის რეპრესიული აპარატით, ჩვენ ევროკავშირში ვერასდროს შევიდოდით. ადამიანის უფლებების იმ მდგომარეობით, რომელიც საქართველოში 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე იყო, კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლებელი იქნებოდა. უფრო მეტიც, ვერც ვიზალიბერალიზაციას მივიღებდით და ვერც ასოცირების შეთანხმებას გავაფორმებდით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×