რეზონანსი
31.12.2023

რუსეთი არ მიმართავს იარაღს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და მხოლოდ მის სამიზნეს სამხედრო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ ბელგოროდის დაბომბვასთან დაკავშირებით მოიწვია.

"რუსეთის სამიზნეს მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეები არ წარმოადგენს. ჩვენ მიზანში მხოლოდ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას ვიღებთ და მითუმეტეს, არ ვმართავთ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", - აღნიშნა ნებენზიამ.

მისი თქმით, რაც უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნიან რუსეთი, მით უფრო მკაცრად უპასუხებს.

„უკრაინის დემილიტარიზაციის ფარგლებში ჩვენი სპეცოპერაციის ერთ-ერთი ამოცანაა რუსეთის რეგიონების მოსაზღვრე ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრაა. რაც უფრო მეტად შეგვექმნება ეს საფრთხეები, მით უფრო მკაცრად ვიმოქმედებთ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს", - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ბელგოროდი დაბომბა. ბოლო მონაცემებით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 24 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით, რუსეთის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×