რეზონანსი
22.01.2024

ინფექციონისტების პროგნოზით, თებერვლის დასაწყისიდან გრიპის ვირუსით დაავადებულების რაოდენობა იკლებს. მათი განმარტებით, ქვეყანაში მეტწილად „ა“ ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომლისგან თავის დასაცავად ჰიგიენური ნორმების დაცვა და აცრაა რეკომენდებული.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რომ ქვეყანაში ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსის 2 ქვეშტამია გავრცელებული, რომლებსაც მაღალი სიცხე, კუნთების, სახსრების ტკივილი და ხველა ახასიათებს.

„ყველა დაავადებას ახასიათებს თავისებური მიმდინარეობა. როდესაც მიაღწევს პიკს, შემდეგ იწყება დაღმასვლა. ასეა გრიპის შემთხვევაშიც. მოსალოდნელია, რომ იანვრის ბოლომდე მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდეს და დიდი ალბათობით, უკვე თებერვლიდან დაიკლებს მომართვიანობა“, - განაცხადა გოგინავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×