რეზონანსი
22.01.2024

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიკომ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეჩერების ერთადერთი გზა, კიევის მიერ ტერიტორიების დათმობაა. მანვე დაამატა, რომ იგი ნატოში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.

"რაიმე სახის კომპრომისი უნდა არსებობდეს. რას მოელიან, რომ რუსეთი ყირიმს, დონბასსა და ლუგანსკს დატოვებს? ეს არარეალურია", - თქვა ფიკომ სლოვაკურ სამაუწყებლო კომპანია RTVS-სთან საუბრისას.

24 იანვარს სლოვაკეთის პრემიერსა და უკრაინელ კოლეგას დენის შმიგალს შორის შეხვედრაა ჩანიშნული. ფიკოს თქმით, შეხვედრაზე იგი შმიგალს ეტყვის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და ამ საკითხს ვეტოს დაადებს: "ეს მხოლოდ მესამე მსოფლიო ომის საფუძველი იქნება, მეტი არაფერი". - თქვა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×