რეზონანსი
22.01.2024

„ოცნებასთან“ დაკავშირებული, ერთი ისტორიის, ერთი შეხედულებების მქონე ადამიანები ერთ საარჩევნო პლატფორმაზე უნდა დალაგდნენ, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ბესელია გამორიცხავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა 60-პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდეს. მისივე თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე გამსხვილების პროცესი დასაჩქარებელია. როგორც ბესელია აღნიშნავს, კონსულტაციები მიმდინარეობს და მისთვის საინტერესო იქნება „ქართული ოცნებიდან“ წასული ადამიანების ხილვა ერთ პლატფორმაზე.

„კონსულტაციებში ჩართული ვარ და ვსაუბრობ იმ ადამიანებთან, ვისთანაც ვხედავ უფრო მეტ სიახლოვეს. ვისთანაც არ ვსაუბრობ და არ მაქვს კონსულტაციები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენთან ყველასთან ვფიქრობ და მინდა ხელი შეეწყოს ამ პროცესს. მინდა იყოს ერთი ალტერნატიული არჩევანი, „ოცნებასთან“ დაკავშირებული, ერთი ისტორიის, ერთი შეხედულებების მქონე ადამიანები ერთ საარჩევნო პლატფორმაზე დალაგდნენ, ეს ალბათ, უფრო გასაგები იქნება ამომრჩევლისთვის. ამ ფლანგზე არის შუა ამომრჩეველი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ეს ის კატეგორიაა, რომელიც ხელისუფლებას გაუბრაზდა, გაუნაწყენდა, ნდობა დაეკარგა და ეძებს ახალ დასაყრდენს. ამ ფლანგზე უფრო საინტერესო და მიზიდულობის ძალის მქონე პოლიტიკოსები იქნებიან ისინი, ვისაც რაღაც მაინც ჰქონდა 2012 წლის ცვლილებებთან საერთო. საინტერესო იქნებოდა ასეთი ერთი დიდი პლატფორმა და ვისურვებდი იყოს ასეთი გაერთიანება. საუბრები გვაქვს და ამას თუ მალე მიეცემა ფორმა და გაზაფხულზე ჩამოყალიბდება კონტურები იქნებოდა ძალიან კარგი,“ - განაცხადა ბესელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×