რეზონანსი
22.01.2024

ჩვენ ვხედავთ ეკლესიის გამოყენებას ერთი მხრიდანაც, სხვა მხრიდანაც და ყველა მხრიდანაც - ეს არის მავნებლობა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი მხრიდან ქართული ეკლესიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება უკიდურესი მავნებლობაა.

„ქართული ეკლესიის წვლილი ამ ქვეყნის ისტორიაში, იდენტობაში, კულტურაში არის შეუფასებელი. ეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მისი აღმსარებლობის მიუხედავად, ცხადია. თუ ვინმე ან ერთი მხრიდან ან მეორე ან ნებისმიერი მხრიდან ქართულ ეკლესიას პოლიტიკური მიზნით იყენებს, ეს არის უკიდურესად მავნებლობა სახელმწიფო ინტერესების და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ნებისმიერი მხარე - არჩევნებისთვის გამოიყენებს ვინმე, იდეოლოგიურად იქნება წინააღმდეგი და ამის აგიტაციას მოახდენს, ან პოლიტიკური დაკვეთით გამოიყენებს თუ რა, მგონია, რომ ყველა მავნებლობით არის დაკავებული,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×