რეზონანსი
22.01.2024

ეკლესიასთან ბრძოლაში მოწინავე ხელისუფლებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაშიც იქნება ხალხი, ვისაც ასეთი გართობა მოსწონს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იაგო ხვიჩია განმარტავს, რა შეიძლება იყოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზი.

„ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას ვხედავ, მაგრამ მთავარი მებრძოლები არიან „ქოცები“. სწორედ მათ გამოაქვეყნეს კრეფსები, ისინი უსმენდნენ მღვდლებს და მღვდლების შეყვარებულებს, შემდეგ კი, საზოგადოებას ეს ინფორმაცია გააცნეს. შეიძლება, ეკლესიას სხვაც ებრძვის, მაგრამ ეკლესიასთან ამაზე მეტად არავის უბრძოლია. ეკლესიასთან ბრძოლაში მოწინავე ხელისუფლებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაშიც იქნება ხალხი, ვისაც ასეთი გართობა მოსწონს. მიზანი შეიძლება იყოს, რომ მიგაჩნდეს, რომელიღაც მღვდელი შენი მხარდამჭერი არ არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×