რეზონანსი
22.01.2024

ოპოზიციის გადაჯგუფებას რაც შეეხება, სადაც არ უნდა წავიდნენ, როგორც არ უნდა გადაგორდნენ და შეგორდნენ, მაინც „ნაციონალური მოძრაობის" შეურყეველი წევრები არიან, რომლებიც პირჯვარს ცრუ ღმერთზე იწერენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, ეს ადამიანები „ნაცმოძრაობის" ჩრდილქვეშ ამ არჩევნებზეც ჩამოჭკნებიან.

„ბიძინა ივანიშვილი რომ ოპოზიციის დამარცხების ფორმულაა, ამას 2012 წლიდან კარგად ხედავთ. ცხრა არჩევნებში ეს ადამიანები დამარცხდნენ. „ნაცმოძრაობა" და მისი ფეხის ხმას აყოლილი წვრილფეხობა ბიძინა ივანიშვილის დაარსებულმა „ქართულმა ოცნებამ" დაამარცხა. ადამიანი თავის პარტიაში დაბრუნდა და არა სხვაგან. 30 დეკემბრიდან 22 იანვრამდე, თითქმის ერთი თვეა, ყველა საინფორმაციო გამოშვება ივანიშვილით იწყება და მთავრდება. მეგობრებო, ასე გააგრძელეთ. ბიძინა ივანიშვილს პიარი გაუწიეთ და შედეგებსაც მოიმკით, როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

რაც შეეხება ოპოზიციის გადაჯგუფებას, ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ სააკაშვილთან საპატიმროში მივიდა და პარტიის შექმნის თაობაზე მისგან შესაბამისი ნებართვა მიიღო. სადაც არ უნდა წავიდნენ, როგორც არ უნდა გადაგორდნენ, გადმოგორდნენ, შეგორდნენ, მაინც „ნაციონალური მოძრაობის" შეურყეველი წევრები არიან, რომლებიც პირჯვარს ცრუ ღმერთზე იწერენ. ეს ადამიანები „ნაცმოძრაობის" ჩრდილქვეშ ჩამოჭკნებიან ამ არჩევნებზეც. მათგან არანაირი სიახლე არ იქნება. პოლიტიკაში გამარჯვება და წარმატება სიახლეს მოაქვს და მათთან სიახლე რა არის? ხელისუფლებას მკვლელები, ავაზაკები და ბანდიტები ვერ შეცვლით. მსგავსი არსად მახსოვს. სახეზე იუმორი დაგთამაშებთ, მაგრამ ამას 27 ოქტომბერს გაგახსენებთ", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×