რეზონანსი
22.01.2024

იტალიის ქალაქ პიზაში ტუნისელი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დააკავეს, თუმცა მკვლელობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ქართველი იყო.

5 იანავრს პიზის ცენტრში 25 წლის ტუნისელი მამაკაცი დაჭრეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

როგორც იტალიური მედია იუწყება, დანარჩენი დაკავებულები უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორში, ხოლო საქართველოს მოქალაქე შინა პატიმრობაშია.

ამავე საქმეზე, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 32 წლის მამაკაცია დაკავებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×