რეზონანსი
03.02.2024

საგამოძიებო მოქმედებები საავტორო უფლებათა ასოციაციაში - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტს იკვლევს.

გამოძიება წევრების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ითხოვენ კუთვნილი ჰონორარის დაბრუნებას.

კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე აცხადებს, რომ კობალაძე, წლების განმავლობაში, ფულს ითვისებდა.

„ჩვენი - ხელოვანებისა და ბატონი გიგა კობალაძის ურთიერთობა ძალიან პრობლემური იყო მრავალი წლის განმავლობაში. არაერთხელ მივმართე მას თხოვნით, რომ მოგვარებული ჩვენ შორის ფინანსური ურთიერთობები, მაგრამ მან ეს ყურად არ იღო და ყველაფერი აქამდე მოვიდა. დიდი ხანია, მქონდა განცდა და ეჭვი, რომ იგი (დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი) იპარავდა ჩვენს ჰონორარებს. შემდეგ აუდიტის დასკვნით გაირკვა, რომ ეს არა ეჭვი, არამედ სიმართლე იყო. მოვითხოვ, რომ მთელი ცხოვრება რა ზარალიც მომაყენა, დააბრუნოს", - აცხადებს რუსა მორჩილაძე.

ცნობისთვის, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×