რეზონანსი
03.02.2024

ახლო აღმოსავლეთი არის ქვაბი, რომელიც შეიძლება აფეთქდეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკაშირი ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ესკალაციისგან, ვინაიდან რეგიონში ახლა კრიტიკული ვითარებაა შექმნილი.

„ახლო აღმოსავლეთი არის ქვაბი, რომელიც შეიძლება აფეთქდეს. არის თავდასხმები ლიბანის ორივე საზღვარზე, არის თავდასხმები სირიაში, ერაყში, წითელ ზღვაში. მოვუწოდებთ ყველას, ეცადონ, თავიდან აიცილონ ესკალაცია. ჩვენ ვცხოვრობთ კრიტიკულ სიტუაციაში ახლო აღმოსავლეთში, მთელ რეგიონში და ვიდრე ღაზის სექტორში ომი გრძელდება, ძალიან მძიმე დასაჯერებელია, რომ წითელ ზღვაში მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან ერთი რამ მეორესთან არის დაკავშირებული. ეს არის დომინოს ეფექტი რეგიონში", - განაცხადა ბორელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×