რეზონანსი
03.02.2024

ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ვანში, ხიდი იმ დროს ჩაინგრა, როდესაც მასზე სატვირთო ავტომობილი გადაადგილდებოდა.

მძღოლმა მანქანის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოახერხა და შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

მოსახლეობის თქმით, ხიდის დანგრევის მიზეზი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კარიერია, საიდანაც სატვირთო ავტომობილები დიდი ზომის ქვებით დატვირთულნი გადაადგილდებიან. ასობით ოჯახი და რამდენიმე სოფელი ახლა რაიონულ ცენტრს სათადარიგო გზით უკავშირდება, რომელიც ძლიერი ნალექის შემთხვევაში შესაძლოა, წყალმა წაიღოს.

წყარო: მთავარი არხი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×