რეზონანსი
03.02.2024

ხელფასი ჰქონდა მარტო იმხელა, რომ იმ ხელფასით 200 ავტორს გადაუხდიდა ნორმალურ ჰონორარს, - ამის შესახებ მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, დავით ევგენიძემ საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეზე, გიგა კობალაძეზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვიღაცა თაღლითობაზე რომ დაგიჭერს, შენი ყველაზე იოლი გამოსავალია თქვა, რომ რუსეთუმეა - ვის ეუბნებიან რუსეთუმეს მე, მაცაცო სეფისკვერაძეს და მარიკა კვალიაშვილს?! კაპიკებს არ უხდიდნენ ავტორებს. საქპატენტმა, პარლამენტმა ამხილა და ახლა საქმე სასამართლოშია. არ შეიძლება 15 მილიონი მოიპარო და თქვა, რომ 15 კაპიკი მაქვს", - აღნიშნა ევგენიძემ.

საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×