რეზონანსი
03.02.2024

თან უნდა თქვან, რომ სააკაშვილი არ ვარგა და თან უნდა თქვან, რომ უყვართ სააკაშვილი, რათა მოინადირონ სააკაშვილის ელექტორატის გული, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ პირობებში ძალიან მძიმე დილემის წინაშე აღმოჩნდნენ და გაუჭირდებათ არჩევნებამდე მწყობრი პოზიციის ჩამოყალიბება.

„ეუხერხულებათ, რომ არიან „ნაციონალები" და თან სხვა გზა არ აქვთ, რომ ისევ „ნაციონალებად" არ დარჩნენ. ასეთ პირობებში ძალიან მძიმე დილემის წინაშე აღმოჩნდნენ და გაუჭირდებათ არჩევნებამდე მწყობრი პოზიციის ჩამოყალიბება. თან უნდა თქვან, რომ სააკაშვილი არ ვარგა და თან უნდა თქვან, რომ უყვართ სააკაშვილი, რათა მოინადირონ სააკაშვილის ელექტორატის გული. მგონია, ეს მცდელობები მთლად სერიოზულად არ გამოიყურება", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×