რეზონანსი
03.02.2024

არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დაიბრუნებს დონეცკსა და ლუგანსკს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ყირიმი განსაკუთრებული ადგილია, მათ შორის ისტორიული მიზეზების გამო, რადგან ისტორიულად ის დიდი ხნის განმავლობაში იყო რუსეთის ხელში.

„დღეს რუსეთი უკრაინაში გამარჯვებას ცდილობს. მე ამას ვიტყვი: თუ რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინის ტერიტორიებს, ეს ფაქტობრივად რუსეთის გამარჯვება იქნება და მაშინ რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის ალბათობა ძალიან მაღალი იქნება", - განაცხადა ანჯეი დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას პოლონეთში უკრაინის ელჩი ვასილი ზვარიჩი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის დროებითი ოკუპაცია არის სამხედრო დანაშაული, რისთვისაც ის დაისჯება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×