რეზონანსი
03.02.2024

ეს არის პრაქტიკულად 100%-ით დახვეწილი პროგრამა იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რაც ზოგადად ქვეყანას აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა სამთავრობო პროგრამას შეეხებოდა.

„შესაძლოა ოპოზიციას გულწრფელად კი სჯერა, რომ რეალურად რაღაცები პროგრესისკენ წავა, მაგრამ არამც და არამც არ აღიარებენ. მთავარი ისაა, რომ პროგრამა გამართულია და ყველა ხედავს, რომ მთავარი ღირსება ამ პროგრამის ისაა, რომ გარდა იმისა, რომ ამბიციურია, ის რეალისტური და დამაჯერებელია“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×