რეზონანსი
03.02.2024

ღაზის სექტორში გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 107 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ქალაქები დეირ ელ-ბალაჰი და რაფაჰი დაბომბა.

არაბულ ანკლავში აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ბოლო ერთ დღეში 165 ადამიანი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად მოკლულია ათეულობით პალესტინელი მებრძოლი. ხან იუნისის შემდეგ, ისრაელი ოპერაციის გაფართოებას ეგვიპტის სასაზღვრო ზონაში გეგმავს.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მსხვერპლის რაოდენობა 27 238-ს აღწევს, 66 452 ადამიანი კი დაშავდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×