რეზონანსი
04.02.2024

გულის სიღრმეში ხვდებიან, რომ იმაზე უკეთესი მმართველი, ალბათ, წარმოუდგენელია, რომ დღეს საქართველოს ჰყავდეს, ვიდრე ირაკლი კობახიძე იქნება - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას სამთავრობო ცვლილებებებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ოპოზიციას, რეალურად, არცერთი კონტრარგუმენტი არ დაუსახელებია, რის გამოც მათ განსხვავებული შეხედულება აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იმსახურებს მხარდაჭერას წარმოდგენილი პროგრამა, მთავრობის ახალი შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრი.

„ოპოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ამ დღეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ცვლილებებზე საუბარი დაიწყო და პროგრამაც გასაჯაროვდა, რეალურად არცერთი კონტრარგუმენტი არ დაუსახელებია, რის გამოც მათ განსხვავებული შეხედულება აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იმსახურებს მხარდაჭერას წარმოდგენილი პროგრამა, მთავრობის ახალი შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრი.

მე არ მგონია, რომ რაიმე სათქმელი ჰქონდეს ოპოზიციას, ისინი უბრალოდ ამ პოზას ინარჩუნებენ, საიდან გამომდინარეც კვლავ კრიტიკული განცხადებებით ისაუბრებენ. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მათი სამზადისია არჩევნებისთვის, თორემ გულის სიღრმეში ხვდებიან, რომ ამაზე უკეთესი მმართველი, ალბათ, წარმოუდგენელია, რომ დღეს საქართველოს ჰყავდეს, ვიდრე ირაკლი კობახიძე იქნება", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×