რეზონანსი
04.02.2024

ჯო ბაიდენი სამხრეთ კაროლინის შტატში დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში იმარჯვებს. არსებული მონაცემებით, ჯო ბაიდენმა ხმების 96,2 პროცენტი მიიღო. სხვა კანდიდატებმა - მწერალმა მარი ანა უილიამსონმა 2.1 % და კონგრესმენმა მინესოტადან დინ ფილიპსმა - 1,7%.

კენჭისყრა სამხრეთ კაროლინაში დემოკრატიული პარტიის პირველი ოფიციალური პრაიმერიზია ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მოქმედ პრეზიდენტს დემოკრატიულ პარტიაში სერიოზული კონკურენტები არ ჰყავს, ამიტომ მისი გამარჯვება სამხრეთ კაროლინაში ჩატარებულ პრაიმერიზში მოსალოდნელი იყო.

იანვრის ბოლო არჩევნებში ბაიდენის სავარაუდო ოპონენტმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა ასევე გაიმარჯვა თავისი პარტიის პირველ პრაიმერიზში, რომელიც ნიუ-ჰემფშირში ჩატარდა. მან ხმების 52,7 პროცენტი დააგროვა, პარტიის შიგნით მისმა მეტოქემ, გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ კი - 43, 7%.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×