რეზონანსი
04.02.2024

სამთავრობო პროგრამიდანაც შესანიშნავად ჩანს ეს ყველაფერი, რომ ქვეყანა იმოძრავებს სწორი სტრატეგიით, სწორი მიმართულებით და რაც შეიძლება მაღალი ტემპით, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მთავარი პრიორიტეტები, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, გამოწვევებთან გამკლავება, ეს არის უცვლელი. არის ცალკეული საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც იქნება გარკვეული ხედვების სხვაობა, მათ შორის იმ მიმართულებით, რაშიც შეიძლება ხედავდეს ახალი პრემიერი იმ ფონზე, როდესაც მხარდაჭერა მას ექნება; გაუმჯობესების შესაძლებლობას, მათ შორის იმ გამოცდილების გამოყენებას, რომელიც მას დაგროვილი აქვს საპარლამენტო მოღვაწეობის პერიოდში. რა თქმა უნდა ყველაფერი ეს იქნება ჩვენი ინტერესის საგანი განხილვების დროს. წინასწარ ცნობილია, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ახალ შემადგენლობას და პროგრამას", - აღნიშნა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×