რეზონანსი
04.02.2024

ოკუპირებული გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისაკენ მიმავალ გზაზე საბაგირო გზა გაწყდა. საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად, დაიღუპა ქალაქ ორენბურგის ოლქის მკვიდრი, რუსეთის მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "აფსნიპრესი" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 3 თებერვალს მოხდა.

"28 წლის მამაკაცი საბაგირო გზით სარგებლობდა. რაღაც მომენტში ტროსი გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან ჩავარდა," - განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცხედარი დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×