რეზონანსი
04.02.2024

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ქვეყნის მთავრობას ჯარის სწორად დაკომპლექტებაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ სტატიას „ბლუმბერგი" ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობამ, რომელიც დაიწყო 2023 წლის ზაფხულში, მხოლოდ გაზარდა დაძაბულობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნისა და ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

„უთანხმოების რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაგალითად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აქტიურად ემხრობა მობილიზაციის ახალ ტალღას და უსწრებს პრეზიდენტს საზოგადოების ნდობის დონით, რაც მხოლოდ ართულებს მათ ურთიერთობას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალ ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ეს ყველაფერი შედეგია მათ შორის კონფლიქტის, რომელიც მხოლოდ მწვავდება", - წერს „ბლუმბერგი".

სტატიის მიხედვით, ზალუჟნი ფლობს ავტორიტეტს როგორც სამხედროებს, ასევე სამოქალაქო პირებს შორის, ის თანასწორად ურთიერთობს თავის ქვეშევრდომებთან, არის დაკავებული თავისი საქმით და არა თავისი „საჯარო პროფილის" შექმნით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×