რეზონანსი
04.02.2024

საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის კიდევ ერთი შემთხვევა. გამოცემა "ბათუმელები" აქვეყნებს სტატიას, სადაც ვკითხულობთ, რომ ბათუმში, ადლიის ქუჩაზე, დგას დაუსრულებელი შენობა, სადაც წესით გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია უნდა იყოს განთავსებული.

მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ 300 ათასი ლარი სრულად მიიღო, სახელმწიფო დაკვეთა არ შეასრულა, ახლა შენობა დაუსრულებელია და სააგენტო სამუშაოების დასრულებისთვის ახალ კომპანიას ეძებს. ხელახალი ტენდერი მილიონ 125 ათასი ლარის ღირებულებისაა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს "ძმების" წარმომადგენელი "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მშენებლობა ბაზარზე ფასების ზრდის გამო ვერ დაასრულეს.

"ეს რომ ჩვენ დავიწყეთ, ფასები ყველაფერზე ძალიან დაბალი იყო, თუმცა ფასები გაიზარდა ყველაფერზე. რაც შევძელით მაქსიმალური, თუმცა მეტი ვეღარ... რაც ფირმამ შეძლო, მაქსიმალურად ის ყველაფერი გავაკეთეთ", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის განცხადებით, ყველა დოკუმენტაცია შესაბამის საიტზე ატვირთულია, ჩატარებულია ახალი ტენდერი და გაფორმებულია ხელშეკრულება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×