რეზონანსი
10.02.2024

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში სროლის დროს დაჭრილი 26 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, კლინიკა „რუსთავში" მას ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმედ ფასდება, მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით ჰქონდა მიყენებული.

პაციენტის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. მას მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნებოდა გულ-მკერდზე, სახეზე, მუცლის არეში, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე სროლის შედეგად გუშინ 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა.

ბრალდებული გიორგი ორველაშვილი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×