რეზონანსი
10.02.2024

სასოწარკვეთილი ლუზერების მორიგი უნიჭო ტელე-ფეიკი მმართველ პარტიაზე, რომლითაც ცდილობენ მაყურებელი დააჯერონ თითქოს რაღაც „გამოიძიეს". არადა უვიცი და ქაჯი პროპაგანდისტი დამკვეთს ყოველთვის დათვურ სამსახურს უწევს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ „ქართული ოცნების" ახალი ოფისის შესახებ გავრცელებულ ანონსს, რომელსაც თავად პარტია ყალბს და მანიპულაციურს უწოდებს.

აბაშიძის განცხადებით, ალტერნატიულ ვიდეოჩანაწერი ნათლად ასახავს, რომ „ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან ჩაწერილი ინტერვიუ, ანონსში დამონტაჟებულია.

„სასოწარკვეთილი ლუზერების მორიგი უნიჭო ტელე-ფეიკი მმართველ პარტიაზე, რომლითაც ცდილობენ მაყურებელი დააჯერონ თითქოს რაღაც „გამოიძიეს". არადა უვიცი და ქაჯი პროპაგანდისტი დამკვეთს ყოველთვის დათვურ სამსახურს უწევს.

ნაცსექტის ერთ-ერთი უწიგნური ტელეარხი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" ახალი ოფისის მშენებლობას ჩუმად აფინანსებს და ამის შესახებ ერთეულების გარდა, უმრავლესობაში არაფერი იციან. თურმე საბუთებში მშენებლობის ხარჯი არ ჩანს, შესაძლოა, საქმე გვქონდეს ფულის გათეთრებასთან და ა.შ.

სტანდარტული ბოდვა რადიკალების ფლანგიდან. მეტიც, უბირთა, მაგრამ პრეტენზიულთა ტელევიზიამ მანიპულაციურად დაამონტაჟა მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან ჩაწერილი ინტერვიუ.

ალტერნატიული ვიდეოჩანაწერი არსებობს და ირკვევა, რომ პარლამენტარმა მამუკა მდინარაძემ, ყალბი სიუჟეტის ავტორს დეტალურად განუმარტა, რომ ახალი ოფისის მშენებლობას პარტია არ აფინანსებს. მშენებარე ოფისი იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს „ქართულმა ოცნებამ", რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება", - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×