რეზონანსი
10.02.2024

საპრეზიდენტო ოფისში სალომე ზურაბიშვილის ყოფნის ყოველი დღე არის ერთგვარი ხათაბალა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ევროკავშირის პრეზიდენტმაც კი მიულოცა ილჰამ ალიევს გამარჯვება, არ დაახანა ბატონმა შარლ მიშელმა, მაგრამ რატომღაც ქალბატონმა ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ მას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს მოსაგვარებელი ქვეყნის შიგნით, ვიდრე ის, რომ მეზობელ ქვეყანას დიდი წარმატება მიულოცოს და ბატონ ალიევს მიულოცოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×