რეზონანსი
10.02.2024

პრემიერ-მინისტრი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო. ირაკლი კობახიძე გარდაცვლილი პოლიციელის, თემურ ბარამიძის ოჯახში მივიდა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ირაკლი კობახიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ოჯახი.

„მეწყერი განვითარდა 100-ზე მეტ სოფელში, შესაბამისად, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ოჯახი და გეოლოგიური დასკვნების შედეგად, მოხდება შემდგომი დაკმაყოფილება ამ ოჯახების თანამედროვე უსაფრთხო საცხოვრისით. ასევე, შეფერხებები იყო როგორც შიდა სახელმწიფოებრივ გზაზე, ასევე შიდა სასოფლო გზებზე. სრულად არის აღდგენილი გოდერძამდე შიდა სახელმწიფოებრივ გზაზე მოძრაობა, ასევე, 100-ზე მეტ მიმართულებაზე მოხდა გზის გაწმენდის სამუშაოების დასრულება. რჩება დაახლოებით 10 შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ძალიან მალე იქნება დასრულებული და რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება მოსახლეობასთან ერთად მუშაობა როგორც პრევენციის კუთხით, ასევე შესაბამისი მოვლენების მიმართ ადეკვატური რეაგირება," - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×