რეზონანსი
10.02.2024

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე შეაფასა სტაბილური პერსპექტივით.

რეიტინგზე დადებითად აისახა ეკონომიკურ ზრდასა და ფისკალურ კონსოლიდაციაში, აქამდე მიღწეული პროგრესი. სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, ეს ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება.

2024 წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის პარამეტრები მაღალი ხარისხის ფისკალურ დისციპლინაზე მეტყველებს. სააგენტოს შეფასებით, მთავრობის ვალის დაბალი დონე რეიტინგის ძლიერი მხარეა.

ფისკალური პარამეტრების დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას სააგენტო რეიტინგის გაუმჯობესების ტრიგერად განიხილავს;

სააგენტო წელს ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტიან დონეზე პროგნოზირებს. ამავე ნიშნულზეა მოსალოდნელი საშუალოვადიანი პერიოდის ზრდა;

ტრადიციულად, რეიტინგის ძლიერი მხარეა მმართველობის ხარისხი, გამჭვირვალობა და ბიზნესის კეთების სიმარტივე;

სააგენტო დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას და ელის, რომ ეს დამატებით წაახალისებს რეფორმებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×